ხორხელის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნათია მჭედლიშვილ-ჯაშიაშვილმა მოსწავლეებისთვის გასვლითი შემეცნებითი აქტივობა მოაწყო
07-03-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-7 და მე-8 კლასების დამრიგებელმა, ნათია მჭედლიშვილ-ჯაშიაშვილმა მოსწავლეები პროექტის ფარგლებში - „მეც შემიძლია“, ყველის საწარმო - „ცივის“ დასათვალიერებლად წაიყვანა. აღნიშნულია აქტივობა მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიცემას ემსახურებოდა.

„ყველის საწარმო - „ცივის“ დირექტორი ბატონი გიორგი 13 წლის იყო, როდესაც მუშაობა დაიწყო​. ახლა 23 წლის არის. დამრიგებლის ქალბატონ ნათიას, საწარმოში მოსწავლეების მიყვანის მიზანი იყო, შრომის მოტივაცია მისცემოდათ ნებისმიერი ასაკიდან, რომ „შრომა აკეთილშობილებს ადამიანს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203