შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლაში ფრენბურთში შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით, ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში ჩატარდა. მასში მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული შემაჯამებელი კომპლექსური დავალება მასწავლებელ ედუარდ ნაკაიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: