შუბნის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
07-03-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, ხოლო უფროსკლასელება დედის შეასახებ თავისუფალი თემები მოამზადეს. ასევე თემატური ნახატები დახატეს.

აქტივობა ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.

„ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა ემზარ ჯუმუშაძემ დედის დღე მიულოცა დამსწრეთ და დედის როლსა თუ მისიაზე ისაუბრა. ბოლოს ქალ მასწავლებლებს ლაშა თავდგირიძემ ხელნაკეთი ყვავილები გადასცა“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203