„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“- დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2022
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა დამრიგებელ ჟუჟუნა ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო, დედავ ცხოვრების ბურჯო მაგარო“, გამართეს. 

მათ ჩანახატები და ლექსები წაიკითხეს. ცხოვრებაში დედის როლზე ისაუბრეს და 3 მარტი ყველა დედას მიულოცეს.

„მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ არსებული ღონისძიებით და ყველა დედას ულოცავენ ამ დღეს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203