ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში დედის დღე ღონისძიებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ჩანახატები და ლექსები წაიკითხეს. ცხოვრებაში დედის როლზე ისაუბრეს და 3 მარტი ყველა დედას მიულოცეს.
ისინი ამ აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო...“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: