„გვინდა, ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ის დიდი განსაცდელი, რომლის წინაშეც ახლა ეს ქვეყანა დგას!“- ქსნის საჯარო სკოლის თანადგომა უკრაინელ ხალხს
07-03-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და უკრაინელ ხალხს თანადგომას უცხადებენ.

სასკოლო საზოგადოებამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება მოაგროვა. მშობლების, მასწავლებლების, მოსწავლეების შემოწირულობებით შეგროვდა და გამგეობას გადაეცა საკვები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები.

„ჩვენი დახმარებით გვინდა ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ის დიდი განსაცდელი, რომლის წინაშეც ახლა ეს ქვეყანა დგას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203