დაბა ქედის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა დედის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს
07-03-2022
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა დედის დღეს, 3 მარტს განსაკუთრებული და მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს.

​მე-5კლასში ლიტერატურული საღამო - „იავნანა ამ ქვეყნად დედა“, ხოლო მე-5 კლასში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „დედის თვალებით ვხედავ გაზაფხულს“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა ასევე გამოფენები - „8 მარტი და გაზაფხული ერთად მომილოცნია“ (მე-5 კლასი) და „სიყვარულია ამ ქვეყნად დედა“ (მე-5 კლასი) გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203