„გაზაფხულის ფერები“ - თელავის N2 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს გამოფენა მიეძღვნა
07-03-2022
4 მარტს, თელავის N2 საჯარო სკოლაში გამოფენა - „გაზაფხულის ფერები“ ჩატარდა. გამოფენა გმირ უკრაინელ ხალხს მიეძღვნა.
გამოფენაში თითქმის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ღონისძიებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა ნამუშევრები მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.