სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
07-03-2022
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

მხარდაჭერის ნიშნად, მოსწავლეებმა ათობით კილოგრამი ჰუმანიტარული ტვირთი მიმღებ პუნქტს ჩააბარეს.

ბავშვებმა ამ გზით გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და თანატოლებისადმი. მოსწავლეები ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად უკრაინელ ხალხს კეთილ სურვილებსაც უგზავნიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203