„მშვიდობიან ქვეყანაში გვეცხოვროს“-​არეშფერანის საჯარო სკოლის პედაგოგებს 8 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს
07-03-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის გულისყურით ეპყრობიან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა სკოლის ქალ პედაგოგებს 8 მარტი მიულოცა და ქალბატონებს საჩუქრად ყვავილები გადაეცათ. ასევე, ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე სკოლის ადმინისტრაციამაც მიულოცა.

„არეშფერანის საჯარო სკოლა გაცნობებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ჯონდო მდივნიშვილმა სკოლის ქალ პედაგოგებს მიულოცა 8 მარტი. მადლობა ბატონ ჯონდოს! ასევე, ვისარგებლებთ მომენტით და სკოლის ადმინისტრაცია მთელი მსოფლიოს ქალებს ვულოცავთ ქალთა დღეს. მშვიდობიან ქვეყანაში გვეცხოვროს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203