ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
07-03-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროექტში „სასკოლო ინიციატივები“ მონაწილეობდნენ. 

პროექტის სახელწოდება „ითანამშრომლე, იკვლიე, დააზუსტე, გააზიარე“ იყო. მისი მიზანი კი სასკოლო საზოგადოებასა და სოფლის თემში ყალბი ინფორმაციის ამოცნობის საშუალებების გაცნობა გახლდათ. 

„პროექტი მიმდინარეობდა ორი თვის განმავლობაში. დასასრულს პროექტის ხელმძღვანელი ქ. ნათენაძე, კოორდინატორი ქ. ენდელაძე და პროექტში მონაწილე 16 მოსწავლე სიგელებით დაჯილდოვდნენ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203