„არა ომს!“ - ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს თანადგომა გამოუცხადეს
07-03-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს თანადგომა გამოუცხადეს. 

„არა ომს! მშვიდობა მთელი მსოფლიოს ბავშვებს“ - ეს იყო მოსწავლეთა გზავნილი. მათ თავიანთი პოზიცია პერფორმანსის წარმოდგენით, თავიანთი ხელით შექმინილი ნახატებითა და პლაკატებით დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ვიდეოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203