„რას მოგვითხრობენ გამოქვაბულის კედლები“ - ეწერის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები პიქტოგრაფიას სწავლობენ
07-03-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

მოსწვლეები სხვადასხვა აქტივობაში ხშირად და დიდი წარმატებით ერთვებიან. 

ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პიქტოგრაფიის შესწავლა დაიწყეს. მათ ცოდნა დააგროვეს, ნახტებიც შექმნეს და ბევრი იშრომეს.

„ვსწავლობთ პიქტოგრაფიას, რას მოგვითხრობენ გამოქვაბულის კედლები. საინტერესოა ნახშირით ხატვა. იხალისეს პატარებმა, ბევრი ვიშრომეთ და ვისწავლეთ, ჩემი ყოჩაღი მეოთხეკლასელები“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203