ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი მიულოცეს
07-03-2022
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მშობლებს დედის დღე მიულოცეს. 

მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები დიდი მონდომებითა და ხალისით დაამზადეს. 

„დედის დღის სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში.
დღეს, სწორედ მშვიდობაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა დედას, განურჩევლად ეროვნებისა, ვუსურვებთ ბედნიერ დედობას და მშვიდობას პირველ რიგში“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203