„მეგობრობის ხელი გაუწოდეს პატარებს“- ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს
07-03-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

მოსწავლეებმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, უკრაინელ თანატოლებს თანადგომა გამოუცხადეს. დახატეს ნახატები, თავიანთი აზრი დაწერეს და მეგობარ ქვეყანას თანადგომა ასე გამოუცხადეს.

„მოსწავლეებმა მეგობრობის ხელი გაუწოდეს პატარებს“- წერს სკოლა.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203