„მივიღეთ განუზომელი ცოდნა და გამოცდილება“- ქუთაისის N12 სკოლაში სტუდენტებმა პედაგოგიური პრაქტიკა გაიარეს
07-03-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სტუდენტებმა პედაგოგიური პრაქტიკა გაიარეს.

მომავალი პედაგოგები აწსუ-ის პედაგოგიური ფაკულტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის, სწავლების მეთოდიკათა დეპარტამენტის, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „განათლების მეცნიერებების“  სტუდენტები იყვნენ.

მათ პრაქტიკა წარმატებით გაიარეს. სკოლასა და პედაგოგებს ნათია სულავას და მერი სართანიას მადლობას უხდიან.

„მნიშვნელოვნად საინტერესო და ინფორმაციული, ჩვენი პროფესიული პრაქტიკის საოცარი შეხვედრები დასრულდა. ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პროფესიონალთა გუნდი ქალბატონ ნათია სულავას და ქალბატონ მერი სართანიას ხელმძღვანელობით ზრუნავდა ჩვენი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, მივიღეთ განუზომელი ცოდნა და გამოცდილება, გაგვიმარტივეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად აღქმა, გამოგვაყოლეს უზღვავი პოზიტივი, ენერგია და სურვილები

უღრმესი მადლობა ქალბატონო ნათია თქვენ და თქვენს კოლეგებს თითოეული სიტყვისთვის და მთელი  ამ პერიოდისთვის“,- წერენ სტუდენტები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203