ჟიული შარტავას ხსოვნის დღე სენაკის N7 საჯარო სკოლაში
07-03-2022
სენაკის N7 საჯარო სკოლაში ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ აღნიშნავენ. 7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა და ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის მიერ სახელწოდებით - „მაშ გაუმარჯოს სიკვდილშიაც არ დავიწყებას“ ჩატარდა.

ღონისძიებას ფონად თავად ჟიული შარტავას სიტყვები - „მე ისეთი დემოკრატიული საქართველოს მომხრე ვარ, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა,ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია“, გასდევდა.

მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში ეროვნული გმირის შესახებ სხვადასხვა საინტერესო, ცნობილი თუ უცნობები ფაქტები მოიძიეს და გაიხსენეს. მოსწავლეებმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203