წონიარისის საჯარო სკოლის პირველკლასელმა, ნინო ბოლქვაძემ ჭადრაკში, აჭარის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა
07-03-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის პირველკლასელმა, ნინო ბოლქვაძემ ჭადრაკში, აჭარის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი საპრიზო ადგილი დაიკავა. 

ნინო ბოლქვაძე 8 წლამდე გოგონათა შორის ასპარეზობდა. 

მოსწავლე მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა. მოსწავლის მწვრთნელი ლია თედორაძე გახლავთ. 

აჭარის ჩემპიონატები, 8, 12 და16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 2-6 მარტს, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ ნინო ბოლქვაძეს წონიარისის საჯარო სკოლის სახელით ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას უფრო დიდი გამარჯვებისკენ“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203