თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა უკრაინელ თანატოლებს თანადგომა გამოუცხადეს
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა უკრაინას თანადგომა გამოუცხადეს.
კლასში ჩატარდა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია ნათლად დააფიქსირეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. ამასთან, მათ დედებს 3 მარტი მიულოცეს.
„მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ მეგობრებს. ლექსებითა და სიმღერებით მოეფერენ დედებს“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: