ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს
07-03-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლაში საქართველოს მეგობარი ქვეყნის, უკრაინისადმი სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას აცხადებენ.

სკოლის სიკეთით აღსავსე მოსწავლეებს უკრაინელი ხალხისა და თანატოლების მძიმე მდგომარეობა გულთან ახლოს მიაქვთ და მცირე, თუმცა მხარდასაჭერი აქტივობებით ცდილობენ მათდამი სოლიდარობა გამოხატონ.

მოსწავლეებმა უკრაინის დროშები დაამზადეს და ამ ფორმით საკუთარი კეთილი სურვილები გაუგზავნეს უკრაინელ ხალხს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203