მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს
07-03-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, მაია ოდიშვილის ხელმძღვანელობით დედის დღეს, 3 მარტს განსაკუთრებული აქტივობა მიუძღვნეს. ნიჭიერმა მესამეკლასელებმა ულამაზესი მისალოცი ბარათები დაამზადეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების დამზადებული მისალოცი ბარათები მეტად ორიგინალურია. ბავშვებმა ბარათები უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებში დაამზადეს.

„დედის დღეს გილოცავთ ყველა დედას! მშვიდობა ყველა შვილს! ჩვენი სიყვარული და სოლიდარობა მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203