ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა
07-03-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

2 მარტს ჭალადიდის საჯარო სკოლაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილი ონლაინ შეხვედრა (TEAMS პლატფორმა) უფროსკლასელებსა (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) და პედაგოგებთან წარმატებით ჩატარდა.

ლალი ბანძელაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელსაც კურატორობა სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნათია კახნიაშვილმა გაუწია, საინტერესო გამოვიდა, მოსწავლეებმა არა მარტო მოისმინეს ლექცია- სემინარი, არამედ თემის გარშემო კითხვები დასვეს და საკუთარი პოზიციაც გამოხატეს.

ასევე, დაიგეგმა მომდევნო შეხვედრის დრო და თემა.

„მადლობა შეხვედრის ორგანიზატორებს, სკოლის პედაგოგებსა და თითოეულ მოსწავლეს. გთხოვთ, მხარდაჭერას აღნიშნული შეხვედრის ორგანიზების კუთხით. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!“, - აღნიშნულია დირექტორის, ნანა ქარციძეს განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203