„გაზაფხული, სიყვარული და . . .“ - წნორის N1 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საინტერესო პროექტი წარუდგინეს
07-03-2022

4 მარტს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პროექტი -  „გაზაფხული, სიყვარული და . . .“

მოსწავლეებმა თემატიკა სამ ნაწილად წარმოადგინეს: დედა, სიყვარული, სამშობლო.  

მათ თანაგრძნობა გამოუცხადეს უკრაინის მოსახლეობას და მთელ დედამიწას უსურვეს მშვიდობა.

პროექტი თანამშრომლობითი იყო. 

მასში მონაწილეობდნენ მასწავლებლებიც.  მოსწავლეები მღეროდნენ, ცეკვავდნენ და კითხულობდნენ ლექსებს. მათ თვალებში კი უკეთესი მომავლის რწმენა და სიყვარული იკითხებოდა.

IX კლასის ხელმძღვანელი თამარ ზედელაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203