„ვუერთდებით მსოფლიო სოლიდარობას“- რუსთავის N23 სკოლის III კლასის მოსწავლეებმა უკრაინას თანადგომა გამოუცხადეს
07-03-2022
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

„თანაგრძნობას გამოვხატავთ უკრაინელი ხალხისა და თანატოლების მიმართ და ვუერთდებით მსოფლიო სოლიდარობას“- სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეების სათქმელი.

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინის დროშებით დააფიქსირეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203