„ვიცხოვროთ ომის გარეშე“-ჯვარისის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა სოლიდარობა უკრაინას
07-03-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
სკოლის მეორე კლასის სიკეთით აღსავსე მოსწავლეებმა პედაგოგის, მარი გიორგაძის ხელმძღვანელობით უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„ვიცხოვროთ ომის გარეშე“ და „ჩვენ გვინდა მსოფლიოში იყოს მშვიდობა“ ამ სლოგანებით მეორეკლასელებმა ვიდეომიმართვები ჩაწერეს, სადაც უკრაინას კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს თავიანთი გვერდში დგომა.