„ყველა დედა იმსახურებს ბედნიერ და მშვიდობიან გარემოს“- ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 3 მარტი აღნიშნეს
07-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხშირად იმართება. მოსწავლეები კი აქტივობებში ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, ინგლისური ენის კვირეულის ფარგლებში ვიდეოკოლაჟი შექმნეს.
ბავშვებმა ამ აქტივობით ქართველი და უკრაინელი დედებისადმი კეთილი სურვილები გამოხატეს.
„ყველა დედა იმსახურებს ბედნიერ და მშვიდობიან გარემოს თავიანთ შვილებთან ერთად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ეკატერინე კვანტალიანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს