დიდი დმანისის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
07-03-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. მოსწავლეების პედაგოგი კი მაია მთვარაძე გახლავთ.
„მხიარული სტარტების“ დაწყებამდე კომპეტენტური ჟიურიც შეირჩა, შემდეგ კი კენჭისყრის საშუალებით გუნდები დაკომპლექტდა. ასევე, აქტივობა გაიხსნა სპეციალური მისალმებით, შეირჩა კაპიტანი და მონაწილეთათვის წესების გაცნობაც მოხდა.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი მეტად საინტერესო და სახალისო გამოვიდა. ღონისძიებაში მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს