დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი კომპლექსური დავალება
07-03-2022

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა ოქრიაშვილთან ერთად, ქართულ ენაში კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.

დავალების თემა გახლდათ - გოგებაშვილის - „ბერიკაცი და ნამყენის“ მიხედვით სიუჟეტის გაგრძელება. დავალების პირობა კი: რა მოხდება 15 წლის შემდეგ?

თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა განსხვავებული შინაარსის ნამუშევარი, რომელსაც დაურთო: ნახატი, მათ შორის ციფრული და ნაძერწი ნაკეთობა. პრეზენტაცია იყო სახალისო და საინტერესო.

აღსანიშნავია, რომ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და აღნიშნულ დავალებებზე წარმატებით მუშაობენ.

იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203