„დიდება და სოლიდარობა უკრაინას!“ - დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხარდაჭერა საინტერესო აქტივობებით გამოხატეს
07-03-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა საქართველოს მეგობარ უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სკოლის მოსწავლეები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ ფორმატში, უკრაინაში განვითარებულ მძიმე მოვლენებს გამოეხმაურნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ქვეყანას, რომელიც დღევანდელ რეალობაში სიმამაცის, სიმტკიცისა და გმირობის სიმბოლოა.
ბავშვებმა შექმნეს ილუსტრაციები წარწერით, -„დიდება გმირებს!“, „დიდება და სოლიდარობა უკრაინას!“, „მშვიდობა მსოფლიოს!“, „დიდება საქართველოს“ და „ძალა ერთობაშია“. მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისა და თავისი თანატოლებისადმი თანაგრძნობა ამგვარად გამოხატეს.
„გაიმართა პრეზენტაცია, რომელმაც კიდევ ერთხელ მოგვითხრო, რამდენად მძიმე შედეგები მოაქვს ომს და გაგვახსენა ქართველი და უკრაინელი გმირები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერებიან ისტორიის ფურცლებზე!“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, აღსანიშნავია, რომ დეხვირის საჯარო სკოლას აქვს მზაობა, ჩაერთოს საქველმოქმედო აქციაში და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს