სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედის დღე შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს
07-03-2022
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ დედის დღე აღინიშნა. 

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ეს დღე შემოქმედებით აქტივობებით იზეიმეს. მათ მისალოცი ბარათები და ფერადი თაიგულები თავიანთი ხელით დაამზადეს. ასევე, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსიც. 

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„3 მარტი დედის დღეა!
დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანი შვილებია. დედა-სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულისა და გულწრფელი სიყვარულის გამზიარებელი. ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის უსმენს და ეხმარება შვილს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203