დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით ვიქტორინა-შეჯიბრი გაიმართა
07-03-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ვიქტორინები ხშირად იმართება და მოსწავლეები ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეების ინიციატივით ვიქტორინა - შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მე-7 და მე-8 კლასები მონაწილეობდნენ. მონაწილეები ორ გუნდად - „არწივი“ და „დრაკონი“ იყვნენ წარმოდგენილები.

„იყო ვნებათა ღელვა და ემოციები, ბოლოს ჟიურიმ ორივე გუნდის მიერ მოპოვებული ქულები შეაჯამა და შეაფასა. გუნდები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოსწავლეები ვიქტორინაში მონდომებით ჩაერთნენ და ცოდნა - შესაძლებლობები წარმოაჩინეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203