„უკრაინელ თვალცრემლიან დედებს და ბავშვებს მივულოცეთ ეს დღესასწაული“- წყალტუბოს N1 სკოლაში „მასლენიცა“ აღნიშნეს
07-03-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ.

ამჯერად, VII კლასში სლავური ქვეყნების ტრადიციული დღესასწაული - „მასლენიცა“ ჩატარდა. მოსწავლეების პედაგოგი ქეთევან ჯიქიაა, ხოლო კლასის ხელმძღვანელი მაკა ჟორჟოლიანი.

„გულისამაჩუყებელი იყო ქალბატონ ქეთევანის მილოცვა უკრაინულ ენაზე; მან უმაღლესი განათლება უკრაინის ქალაქ ხარკოვში მიიღო. უკრაინელ თვალცრემლიან დედებს და ბავშვებს მივულოცეთ ეს დღესასწაული. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ტოლერანტი ერი ვართ, პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის ტრადიციებს, ამის დასტური იყო დღევანდელი დღეც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203