„მუზეუმი ცოდნის სამყაროში“ - ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა მეხრიშვილმა საინტერესო პროექტზე იმუშავა
07-03-2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თეკლა მეხრიშვილმა ხელოვნებაში, სასწავლო თემიდან გამომდინარე საინტერესო პროექტზე იმუშავა. 

თეკლა მეხრიშვილმა სკოლაში სასწავლო პროექტი - „მუზეუმი ცოდნის სამყაროში“ წარადგინა და მეხუთე კლასის მოსწავლეებს პროექტის აქტუალობა გააცნო.

საგანმანათლებლო აქტივობის მიზანი იყო მსოფლიო მუზეუმების ცოდნის გაღრმავება.

მოსწავლის მასწავლებელი ნინო მეხრიშვილი გახლავთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203