გარდაბნის N3 სკოლის პედაგოგმა, სევდა შახვერდიევამ მოსწავლეებთან ერთად პროექტზე -„საქართველოს ტყეები“ იმუშავა
07-03-2022
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, პედაგოგმა, სევდა შახვერდიევამ ბუნების გაკვეთილზე, მე-5 კლასის მოსწავლეებთან ერთად პროექტზე - „საქართველოს ტყეები“ იმუშავა.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საინტერესო ნახატები დახატეს და ასევე, საქართველოს ფლორა-ფაუნის შესახებ ინფორმაცია მოაგროვეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მეტად შემეცნებითი და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203