„მშვიდობა და სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს!“- სენაკის N1 სკოლის პირველკლასელთა მხარდაჭერა თანატოლებს
07-03-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს მეგობარ უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
სკოლის I კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ნინო გარუჩავას ხელმძღვანელობით უკრაინელი ბავშვებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით აქტივობა განახორციელეს.
სლოგანით - „მშვიდობა და სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს!“, პატარა მოსწავლეებმა უკრაინის დროშები დახატეს და ბუშტებით მორთეს საკლასო ოთახი.