დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის, ლუკა არუმაშვილის წარმატება​
07-03-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებსა თუ ღონისძიებებში მუდამ წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-10 კლასის მოსწავლემ, ლუკა არუმაშვილმა ასახელა. მეათეკლასელი არასამთავრობო ორგანიზაცია - „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეთა რეგიონალური ქსელის ფარგლებში, ქვემო ქართლში ლიდერის პოზიციაზე შეირჩა.

„ვულოცავთ ლუკას წარმატებას და გვჯერა, რომ ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაციას, ძლიერი, რეგიონალური მოხალისეთა ქსელის შექმნას საქართველოს მასშტაბით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203