სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს საინტერესო ღონისძიებები მიუძღვნეს
07-03-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში პედაგოგების ხელშეწყობით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები აქტიურად იმართება.

ამჯერად მე-6 და მე-3 კლასების ნიჭიერმა მოსწავლეებმა, პედაგოგების დახმარებით დედის დღეს, 3 მარტს ლამაზი აქტივობები მიუძღნეს.

​მეექვეკლასელებმა დამრიგებლის, არუსიაკ ბროიანისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების - ელმირა ბროიანისა და შუშანიკ არუტიუნიანის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „დედა სიცოცხლის წყაროა“ გამართეს. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა დედებზე წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. ბოლოს კი ყვავილებიც აჩუქეს.

მესამეკლასელმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა კი დედებს 3 მარტი ვიდეორგოლის საშუალებით მიულოცეს და მისალოცი ბარათებიც დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ მე-3 კლასის ხელმძღვანელი ანაიტ გინოსიანია, ხოლო დამხმარე მასწავლებელი - შუშანიკ არუტიუნიანი.

​იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203