ყაურმის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო
04-03-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ მრავალფეროვნად აღნიშნავენ.

ამჯერად, ხელოვნების პედაგოგის, ნორა მკრტჩიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა დედის დღე, 3 მარტი აღნიშნეს.

პედაგოგის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყეს, რომელსაც ბავშვები დიდი მონდომებით შეუერთდნენ და საინტერესო ნამუშევრებიც წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203