უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს
04-03-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვანი და ლამაზი ღონისძიებები მუდამ აქტიურად ეძღვნება.

გამონაკლისი არც დედის დღე, 3 მარტი ყოფილა, რომელიც სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებმა დედებს მრავალფეროვანი აქტივობებით მიულოცეს ეს მართლაც განსაკუთრებული და ლამაზი დღე.

შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203