„მნიშვნელოვან კულტურულ ფასეულობებს ნერგავთ სასკოლო საზოგადოებაში“-თბილისის N37 სკოლის დირექცია ამაგდარ პედაგოგ ელენე სივცოვას დაბადების დღეს ულოცავს
04-03-2022
თბილისის N37 საჯარო სკოლას უამრავი ამაგდარი და ღვაწლმოსილი პედაგოგი ჰყავს, რომლებიც მომავალი თაობის განათლებისთვის მუდამ თავდაუზოგავად შრომობენ.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული და ამაგდარი პედაგოგია ელენე სივცოვა, რომელიც თბილისის N37 საჯარო სკოლაში უკვე 58 წელია რაც მოღვაწეობს და მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება.

ღვაწლმოსილ პედაგოგს დაბადების დღე სკოლის დირექციამ უდიდესი სიყვარულით მიულოცა.

„ქალბატონო ელენე, გილოცავთ დაბადების დღეს! თქვენი მოღვაწეობით არა მხოლოდ ცოდნით უზრუნველყოფთ მოსწავლეებს, არამედ, მნიშვნელოვან კულტურულ ფასეულობებს ნერგავთ სასკოლო საზოგადოებაში“, - წერია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203