„დიდება და მშვიდობა უკრაინას!“- ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნის თანატოლებს
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„დიდება და მშვიდობა უკრაინას! არ გვინდა ომი!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით უკრაინის დროშები დახატეს, პლაკატები შექმნეს და მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
მოსწავლეებმა ასევე უკრაინელ თანატოლებს მხარდამჭერი და გამამხნევებელი წერილები მისწერეს.
იხილეთ ფოტოები: