საგვაზავოს საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა.
სკოლის მოსწავლეებმა ამ დღეს აქტივობა მიუძღვნეს. მათ დავით აღმაშენებლის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს ის ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდა და იმ მიღწევებსა და გარდამტეხ გადაწყვეტილებებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც დიდმა მეფემ გააკეთა.
მოსწავლეები ღონისძიებაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„კვნესის საქართველო,
შენი
საქართველო,
გულში დაჭრილია ხარი!
მუხლი მაგარი აქვს,
არ დაიჩოქებს,
ნუ გეშინია,
დავით!“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: