ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
04-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
მასში მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად ითამაშეს გამარჯვება XIგ კლასის გუნდმა „რენესანსმა“ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან - სალომე ბერიძე, ლუკა ალიშანიძე, ანი ჯაფარიძე და თეონა გურგენიძე. მათ საჩუქრად წიგნაკები და სიგელები გადაეცათ.
აღნიშნული აქტივობის ორგანიზატორი მოსწავლეთა თვითმმართველობა იყო.
„ვულოცავთ „რენესანსის“ გუნდს გამარჯვებას და შემეცნებითი თამაშის თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს