ჭყვიშის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
04-03-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში დედის დღეს მცირე ღონისძიება მიეძღვნა. 

აღნიშნულ ღონისძიებაში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მათ მუსიკის ფონზე ლექსები წაიკითხეს და სიტყვით გამოვიდნენ. ისაუბრეს დედის ამაგსა და ღვაწლზე. 

აქტივობის ორგანიზატორი გეოგრაფიის მასწავლებელი ავთო ცხვედიანი იყო. მასში მოსწავლეები უდიდესი სიყვარულით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203