დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს
04-03-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის დარეჯან ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით, დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს. 

მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს და დედებს გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული ყვავილებით გაულამაზეს. 

შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203