ახალსოფლის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონებს - ნინო დარჩიას და მარიკა ფოთელიძეს ​საზეიმო შეხვედრა მოუწყეს
04-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლას ბევრი გამორჩეული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებებს აღწევენ.

ამჯერად მოსწავლეებმა, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონებს - მე-10 კლასის მოსწავლეს, ნინო დარჩიას და მე-11 კლასის მოსწავლე მარიკა ფოთელიძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყეს.

„ჩემპიონებმა პატარებს უამბეს თუ რა გზა გაიარეს ჩემპიონობამდე. მათ მოსწავლეებს მისცეს სტიმული თუ, დაისახავ მიზანს და იშრომებ აუცილებლად მიაღწევთ შედეგს და გახდებით ცნობილი და გამორჩეული ადამიანები. მოსწავლეებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს, ბატონ ტარიელ მიქელაძეს ყურადღებისთვის, გვერდში დგომისთვის. ყველა პირობები გვქონდა ხელშეწყობისთვის მომზადებისთვის კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. გილოცავთ აღზრდილიყოს და გაგრძელებულიყოს ტრადიციები ოლიმპიურ ჩემპიონობამდე“, - წერს უდიდესი პატივისცემით სპორტის მასწავლებელი და ძიუდოს მწვრთნელი ნანი კირკიტაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203