თბილისის N37 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მუზეუმს ესტუმრნენ
04-03-2022
თბილისის N37 საჯარო სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებლის, დავით ტაბახმელაშვილის ორგანიზებით საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ.
აღნიშნული აქტივობა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განხორციელდა.
„მოსწავლეებმა იხილეს ექსპონატები, რომლებიც იტევენ და აცოცხლებენ საქართველოს ტკივილიან წარსულს! მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება პატრიოტული ცნობიერების ამაღლებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს