ნოღოხაშის საჯარო სკოლის პედაგოგ დარეჯან ცომაიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
04-03-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა დარეჯან ცომაიამ საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო მოიპოვა. 

პედაგოგს ამ წარმატებას მთელი სკოლა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ასმათ აბულაძე ულოცავს. სკოლაში დარეჯან ცომაიას მიღწევებით ამაყობენ.

„ქალბატონი დარეჯანი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობითა და თავისი საქმის დიდი სიყვარულით.

საჯარო სკოლაში ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე მან არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობა აღზრდა. 
იგი არის პედაგოგთა ტრადიციული ოჯახიდან და ასევე, საუკეთესო კოლეგა, დედა და პიროვნება. მადლობა მას მომავალი თაობის აღზრდის საქმეში გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისა  და ამაგისთვის“,- წერს ასმათ აბულაძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...