„ჩვენ გვინდა მშვიდობა“- ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
04-03-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

მათ უკრაინისა და საქართველოს დროშები დახატეს და თავიანთი პოზიცია ასე დააფიქსირეს.

ჩვენ გვინდა მშვიდობა - ეს იყო მოსწავლეთა გზავნილი.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203