ხორშის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად ბარათები დაამზადეს
04-03-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართვლეოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.
სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა: თეა ცხომარიამ, ზუკა ალთუნაშვილმა, ნიკა ლატარიამ და ლექსო ლატარიამ ხელოვნების გაკვეთილზე უკრაინელი თანატოლებისთვის მხარდასაჭერი ბარათები საკუთარი ხელით დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ მშვიდობისმოყვარე მეხუთეკლასელების პედაგოგი თამარ ქაჯაიაა.